სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
სასტუმრო–რესტორანი კაბადონი
„კაბადონის“ სავიზიტო ბარათი მისი არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობაა: ბუტიკ-სასტუმრო განთავსებულია საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს, შესანიშნავი ხედით განთქმულ ქალაქ სიღნაღში. „კაბადონის“ ერთი მხრიდან ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის შთამბეჭდავი პანორამა იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს.
სასტუმროს ინტერიერის ინდივიდუალურ სახეს მოდერნისა და ძველი ქართული და აღმოსავლური მოტივების ერთობლიობა ქმნის. აღმოსავლურ სიჭრელეს 50-იან წლებში პოპულარული მოდერნის სტილის მინიმალისტური ავეჯი აბალანსებს, კედლების ნეიტრალურ ტონალობას ქართული ფარდაგებისა და ხალიჩების ცოცხალი ფერები ახალისებს. დეკორატიული ნივთები და აქსესუარები ადგილობრივ კოლორიტს ინარჩუნებს და განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ინტერიერს.
ბუტიკ-სასტუმრო 21 ნომერს აერთიანებს. „კაბადონში“ თავმოყრილი სტანდარტული, დელუქსნომრები და აპარტამენტები განსხვავებულია კონფიგურაციით, თუმცა, საერთო სტილი და ხასიათი ყველგან შენარჩუნებულია.
„კაბადონის“ რესტორანი, დაუვიწყარი ხედით ალაზნის ველზე, ყოველდღიურად შემოგთავაზებთ ქართული და ევროპული სამზარეულოს მრავალფეროვან მენიუს. სხვადასხვა სახეობის ღვინის დასაგემოვნებლად და შესაძენად შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ღვინის ბარს. ტერასაზე, ღია ცის ქვეშ განთავსებულ „სანსეტ ლაუნჯში“ იდეალური ატმოსფერო დაგხვდებათ მეგობრებთან ურთიერთობის ან შთაბეჭდილებებით დატვირთული დღის ბოლოს დასვენებისთვის.
სასტუმროს ველნესცენტრში გექნებათ საშუალება, ივარჯიშოთ უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილ ფიტნესდარბაზში, გაგრილდეთ საცურაო აუზში ან განიტვირთოთ საუნაში. „კაბადონის“ სპაში წარმოდგენილი სასიამოვნო პროცედურები რელაქსაციასა და სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
დახვეწილი გარემო, მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო, მრავალფეროვანი მომსახურება და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა – „კაბადონი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვინც უპირატესობას კომფორტს, სიმყუდროვესა და ყურადღებას ანიჭებს.