თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი სიღნაღში
თემი ქედელი საცხოვრებელი ერთობაა, სადაც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ზრდასრული ადამიანები ღირსების შესაფერ ოჯახურ გარემოში ცხოვრობენ. თემში არსებულ შრომით-თერაპიულ სახელოსნოებში საქმიანობით მათ ეძლევათ საკუთარი უნარებისა და სურვილების რეალიზების საშუალება.
„ქედელის“ მიზანია თავის მოსახლეებს გამოუმუშაოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევები . საცხოვრებელს გარეთ შრომითი ჩართულობით თუ კულტურული აქტივობებით ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის შემცირებას.
სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი 1999 წელს დაფუძნდა.
კავშირის სტრუქტურული ერთეულები
--თემი „ქედელი“, სადაც 2 საცხოვრებელ სახლში 22 ბენეფიციარი ცხოვრობს.
--არტ-კაფე „ქედელი“, რომელიც ქ. სიღნაღში მდებარეობს და ასაქმებს 3 შშმ პირს.
„ქედელში“ მცხოვრები ბენეფიციარები პერსონალთან ერთად შრომობენ და წვლილი შეაქვთ თემის განვითარების საქმეში.
თემში მოქმედი სახელოსნოები
საცხობი– ცხვება პურ-ფუნთუშეული, როგორც თემში მოხმარების მიზნით, ასევე სარეალიზაციოდ.
სადურგლო– მზადდება სათამაშოები, სკამები, მაგიდები.
საქსოვი –დაზგაზე ქსოვა, ნატურალური ნედლეულიდან(ბამბა, სელი, შალი);მზადდება თექა, თოჯინები, სხადასხვა სუვენირები, სამკაულები.
ბაღი და სათბური – მოიწევა ბოსტნეული თემში მოხმარებისთვის
ჩირის გადამამუშავებელი საამქრო.
ფერმა - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით. იწარმოება რძის პროდუქტი თემში მოხმარებისთვის.
კულტურული აქტივობები
მუსიკა – ანსამბლი „ქედელი“. 2012 წელს ჩაიწერა და გამოიცა კომპაქტ-დისკი
ხატვა და ძერწვა, როგორცარტ-თერაპია.
ევრითმია, ინდივიდუალური და ჯგუფური.
ინკლუზიურ ჯგუფებში მუშაობა: ფოტოგრაფია, დრამა, ხელსაქმე (საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად).
დღესასწაულების ერთობლივად აღნიშვნა, ექსკურსიები,
მისამართი:
-- თემი „ქედელი“, სიღნაღი ქედელი, ნონეშვილის ქ. 5
-- არტ-კაფე „ქედელი“, სიღნაღი,ბარათაშვილის ქ.15
საკონტაქტო პირი:
ლალი ხანდოლიშვილი (დირექტორი)
გელა ღლიღვაშვილი (მენეჯერი)
საბანკო მონაცემები
ს.ს. ,, თიბის ბანკი’’
საბანკო კოდი TBCBGE 22
ა/ნ GE36 TB38 8823 4080 1000 01
ს/კ 240392222