სასტუმრო ფიროსმანი სიღნაღში
სასტუმრო ფიროსმანი სიღნაღში
სასტუმრო ფიროსმანი სიღნაღში
სასტუმრო ფიროსმანი მდებარეობს ისტორიული სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და თეატრის გვერდით. სასტუმროს მაღალი კლასის ოთახები საშუალებას მოგცემთ შესანიშნავად დაისვენოთ გემოვნებით მოწყობილ გარემოში, თუმცა უფრო ხელმისაწვდომი სტანდარტული ოთახები, თავისი სიმარტივითა და მინიმალისტური მიდგომით, იგივე სიმყუდრივესა და კომფორტს შეგიქმნით. სასტუმრო მოიცავს 18 კომფორტულ ნომერს, ზოგიერთი მათგანი აივნითაა. სასტუმროშივე დაგხვდებათ ასევე საკონფერნციო დარბაზი, რომელიც 55 ადამიანზეა გათვლილი. „სასტუმრო ფიროსმანი“ გთავაზობთ სიღნაღში ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ რესტორანს, სადაც გარემოს ავსებს ისტორიული სიღნაღის ხედი. რესტორანი გთავაზობთ ქართული და ევროპული კერძების დიდ არჩევანს, დამზადებულს ახალი, ადგილობრივი პროდუქტებით.