სიღნაღში ფილმის პრემიერა გაიმართება
სიღნაღში ფილმის პრემიერა გაიმართება
სიღნაღში ფილმის პრემიერა გაიმართება
სიღნაღის თეატრში ფილმის პრემიერა გაიმართება
19 მარტს, 15:00 საათზე, ქალაქ სიღნაღის თეატრის დარბაზში დოკუმენტური ფილმის -„დაბრუნდებიან“ პრემიერა გაიმართება.
ფილმი ეხება ემიგრანტების ყოფას, მათი ქვეყნიდან გასვლას, სამშობლოში ვერ დაბრუნების მიზეზებსა და დღევანდელი საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობას. ფილმის გადაღებები კვლავ გრძელდება.
დოკუმენტური ფილმი „დაბრუნდებიან“ რეჟისორმა ზაზა ნანობაშვილმა გადაიღო.
პრემიერაზე დასწრება თავისუფალია.
ზაზა ნანობაშვილი გამოჩენილი ლოტბარის და კონსერვატორიის დამსახურებული პედაგოგის, ვალიკო ნანობაშვილის შვილია. მან 21 თებერვალს კონსერვატორიაში გამართულ მამის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე თავის თანამემამულეებს დაპირდა, რომ ფილმის პრემიერა სიღნაღში გაიმართებოდა.
წყარო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი