ეტალონი სიღნაღში
ეტალონი სიღნაღში
ეტალონი სიღნაღში
ეტალონი სიღნაღში
ეტალონი სიღნაღში
ეტალონი სიღნაღში
ეტალონი სიღნაღში
ეტალონის მორიგ გადაცემაში სიღნაღის რაიონის სკოლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა:
სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე თეა ნადირაშვილი. კლასის დამრიგებელი მაია შანშაშვილი;
სოფელ ანაგის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ილია დარჩაშვილი, კლასის დამრიგებელი რუსუდან მანჯაფარაშვილი;
სოლომონ დოდაშვილის სახელობის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ნიკა უსუფაშვილი. კლასის დამრიგებელი თამარ მოსეშვილი;
სოფელ ილიაწმინდის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ელგა მათეშვილი. კლასის დამრიგებელი ირინა კოჭლამაზიშვილი;
სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ყარალაშვილი;
სოფელ ჯუგაანის სანდრო შაშიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ნათია მატიაშვილი. კლასის დამრიგებელი ნანული ალადაშვილი;
წნორის პირველი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ლაშა ბზუკაშვილი. კლასის დამრიგებელი მაია აბულაშვილი;
ქალაქ სიღნაღის ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ირინა ინაშვილი. კლასის დამრიგებელი ეთერ ალადაშვილი;
კერძო სკოლა ინტელექტის მეათე კლასის მოსწავლე დავით ბერიაშვილი. კლასის დამრიგებელი ლაურა ჯავაშვილი;
თითოეულ მათგანს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან და საკრებულოსგან დავით აღმაშენებლის ხატები გადაეცათ.
ფინალში ირინა ინაშვილი, ილია დარჩაშვილი და თეა ნადირაშვილი გავიდნენ. გამარჯვება კი თეა ნადირაშვილმა მოიპოვა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა გელა გელაშვილმა გამარჯვებულს სტიპენდია დაუნიშნა. მას თვეში 100 ლარი ჩაერიცხება.