ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
ვასო გოძიაშვილის საიუბილეო საღამო
14 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის კულტურის სახლში 15:00 საათზე, ადმინისტრაციული ერთეულის და მისი წარმომადგენლის, ილია ხატიაშვილის ორგანიზებით, ქართველი მსახიობის ვასო გოძიაშვილის დაბადების 109 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
საიუბილეო საღამოსთვის სოფელ ვაქირს ვასო გოძიაშვილის ოჯახის წევრები და სოფლის საამაყო შვილები ეწვევიან.
საიუბილეო საღამოზე მონაწილეობას ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“, ანსამბლი „გურჯაანი“ და „ხარება“ მიიღებენ. ისინი სტუმრებს ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ნომრებს შესთავაზებენ, ხოლო სკოლის მოსწავლეები თეატრალურ წარმოდგენას -„ქეთო და კოტეს“ ნაწყვეტს წარმოადგენენ.
„ ეს დღე მთელი სოფლის ორგანიზებით ტარდება. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ყველა ჩართულია ღონისძიების კარგად ჩატარებისთვის, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენ ვასო გოძიაშვილის ოჯახის წევრებს ველოდებით, – განაცხადა სოფელ ვაქირის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ილია ხატიაშვილმა.
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
წყარო: სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა