დოდაშვილის მუზეუმი მაღაროს სკოლაში
დოდაშვილის მუზეუმი მაღაროს სკოლაში
დოდაშვილის მუზეუმი მაღაროს სკოლაში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი მაღაროს საჯარო სკოლაში გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის სოლომონ დოდაშვილის სახელობის მუზეუმი გაიხსნა. ინიციატივა “ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასის“ ხელმძღვანელს გოგი დოლიძეს ეკუთვნის.
მუზეუმის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოლომონ დოდაშვილის სახელობის მუზეუმში ცენტრალური არქივიდან ის მასალები იქნება დაცული, რომლებიც დოდაშვილის შესახებ ინფორმაციას შეიცავენ. მუზეუმში ასევე განთავსდა იმ ეპოქის დამახასიათებელი ნივთები, რომელშიც სოლომონ დოდაშვილი მოღვაწეობდა.
წყარო: speqtri.ge