სიღნაღის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
სიღნაღის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
სიღნაღის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
სულ მალე სიღნაღის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. მაყურებლისთვის რეჟისორი მურად ვაშაკიძე ცნობილი დრამატურგის და ნოველისტის არიელ დორფმანის ნაწარმოების – ,,სიკვდილი და ქალწულის“ მიხედვით სპექტაკლს ამზადებს.
დადგმაში მთავარ როლებს მსახიობები: ნანა ბუკია, თემურ მერმანიშვილი და თორნიკე მახარაშვილი ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი ,,სიკვდილი და ქალწული“ საქართველოს თეატრის სცენაზე პირველად იდგმება.
აღნიშნული სპექტაკლის მსოფლიო პრემიერია პირველად 1991 წლის 9 ივნისს ლონდონში გაიმართა.
წყარო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი