ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ტურისტული მარშუტები სიღნაღში
ბოდბის მონასტერის მონახულება - ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერს (IV-XIIსს.), რომელიც სიღნაღიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით სოფელ ბოდბეში მდებარეობს. ტაძარი აგებულია IV ს-ის 30-იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, ქართველთა განმანათლებელის წმ. ნინოს საპატივსაცემოდ. წმინდანი ბოდბეში გარდაიცვალა და აქვეა დასაფლავებული. აქ ხდებოდა კახთა მეფეების მეფედ კურთხევა. მონასტერს შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს, მის ეზოში მრავალწლოვანი კაკლის, ცაცხვის და კვიპაროსის ხეები იზრდება.
გასეირნება ქ. სიღნაღში - (სიღნაღი – მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონში და წარმოადგენს სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქია და მისი მოსახლეობა შეადგენს 2,146 ადამიანს. სიღნაღის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს ღვინისა და ტრადიციული ხალიჩების წარმოებას, ასევე ტურიზმს. ქალაქი და მისი შემოგარენი ცნობილია ულამაზესი პეიზაჟებითა და ისტორიული ძეგლებით. სიღნაღში სულ ახლახანს დასრულდა ფუნდამენტური რეკონსტრუქციის პროგრამა, რამაც ქალაქი საქართველოს ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი გახადა.
დათვალიერება რეაბილიტირებული ქუჩების , ღვინის მარნების – ( ,,ხოხბის ცრემლები,” ღვინის სამყარო ), ქალაქში არსებული ეკლესიების– (წმ. სტეფანეს სახელობის ეკლესია,წმ. გიორგის ეკლესია, წმ. თამარის სახელობის ეკლესია.), ისტორიულ ეთნოგრაფიული მუზეუმის – (სადაც ასევე წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანის ექსპოზიცია),
გასეირნება გალავნის რესტავრირებულ ნაწილში - (სიღნაღის მომხიბვლელობას და ისტორიულ–მხატვრულ ღირებულებას განსაზღვრავს ციხე გალავანი, რომელიც უგრძესია საქართველოში (4.5 კმ.) და მოხდენილად არის ჩართული ქალაქის ურბანულ სტრუქტურაში.
სიღნაღის ციხე ერთ–ერთი უდიდესია საქართველოს ისტორიულ ნაგებობათა შორის. მისი ფართობი 40 ჰექტარის, აქვს უსწორმასწორო გეგმა, რადგან მთიან რელიეფს მიუყვება და ღრმა ხევში ეშვება. გალავანს ამშვენებს 23 ბურჯი და 6 კარიბჭე. თითოეული ბურჯის დიამეტრი 3-3.5 მეტრია, სიმაღლე 4-5 მეტრი. გალავნის კედლები ორიარუსიანია, სისქით მეტრ–ნახევარი. შიდა კედელზე არის სავალი ბილიკი. სიღნაღის გალავნის ერთ–ერთ სეგმენტზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო გადასახედები საბრძოლო გოდოლებიდან და სასეირნო ბილიკები ტურისტებისთვის.
ციხე–გალავანი ნაშენია უსაძირკვლოდ, ახლომდებარე სოფლებში არსებული რიგის ქვით, ქვიშითა და კირით. მან საუკუნეების განმავლობაში უამრა თავდასხმას გაუძლო და დღესაც სიმტკიცისა და თავისუფლების სიმბოლოდ არის აღმართული).
წყარო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი