სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი — ქალაქი საქართველოში
სიღნაღი - ქალაქი საქართველოში, სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი სიღნაღი მდებარეობს ცივ გომბორის მთებზე. სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს. სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევებით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითურ, ნეოლითურ და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული. მეფე ერეკლეს ბრძანებით 1770 წელს შედგენილ ქალაქთა ნუსხაში სიღნაღიც არის მოხსენიებული. სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი. შემდეგ მას ქიზიყს უწოდებდნენ. სიღნაღი წოდებულია როგორც ქიზიყის გული. აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონყმობა. შესაბამისად ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სიღნაღს გარს არტყავს გალავანი, რომელიც მეორეა მსოფლიოში ჩინეთის დიდი კედელის შემდეგ. გალავანი 28 კოშკისაგან შედგება და მისი სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია. ადგილობრივმა მოსახლეობამ გალავანი ლეკებისაგან დასაცავად ააგო.
სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხურორთმოძღვრული სახე, ისე ბუნებრივი მდებარეობა.
რუსეთთან მიერთების შემდეგ სიღნაღი მაზრად გადაკეთდა. 1938 წელს, საბჭოთა წყობილების დროს სიღნაღის რაიონი შეიქმნა. 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სიღნაღი კვლავ სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია.
დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა სასტუმროები რესტორნები. სიღნაღი დიდი სტუმართმოყვარეობით მასპინძლობს ქართველ და უცხოელ დამსვენებელს. ქალაქში მუშაობს ათზე მეტი სასტუმრო.